spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინზე ძალიან გაბრაზებულია და რუსეთს ნავთობზე ტარიფებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ “განრისხებული” და “ძალიან გაბრაზებულია” პუტინის განცხადებების გამო ზელენსკის არალეგიტიმურობის და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთის ფედერაციიდან ნავთობზე გადასახადები დააწესოს.

NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპი გაბრაზდა მას შემდეგ, რაც პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის ავტორიტეტი.

პარასკევს, პუტინი უკრაინაში გაეროს ეგიდით გარდამავალი მთავრობის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელსაც შეუძლია ზელენსკის გადაყენება.

“მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება, არც იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო საუბრისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები