აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეეცდება დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ უკრაინას ნაკლები დახმარება მიეცეს.
Meet the Press-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ის აქტიურად ცდილობს ომის დასრულებას “თუ შეძლებს”.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ შეინარჩუნებს ამერიკის როლს ნატოში, თუ წევრები “გადაიხდიან გადასახადებს“.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ნატოს და მეტიც, თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნებს დაეხმარება.