აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გეგმავს.
მისი თქმით, ეს აუცილებელია ომის დასასრულებლად.
ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის მშვიდობა სურს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომი არის “ყველაზე საშინელი ხოცვა, რომელიც მსოფლიოს უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
ტრამპის თქმით, რომ მას აქვს ფოტოები, სადაც ჯარისკაცების ცხედრები დევს სხვა ცხედრებზე და ასეთმა ფოტოებმა მას 1861-1865 წლების ამერიკის სამოქალაქო ომის შემზარავი ფოტოები გაახსენა.
“ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ეს. მაგრამ შევხედავთ. ჩვენ დაველაპარაკებით პრეზიდენტ პუტინს და ზელენსკის, უკრაინის წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად, შეთანხმება უნდა დაიდოს.