spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი – ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები აიღებს კონტროლს გრენლანდიაზე. მას მიაჩნია, რომ ეს 100%-ით მოხდება.

NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას აბსოლუტურად რეალური საუბრები ჰქონდა გრენლანდიის ანექსიის შესახებ.

“ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით”, – აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით “კარგი შანსია”, რომ აშშ ამას გააკეთებს “სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე”, თუმცა დასძინა, რომ ის “არაფერს არ ამოიღებს მაგიდიდან”.

კითხვაზე, თუ რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის ანექსია რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე არ ფიქრობს.

“ეს არ მაინტერესებს. გრენლანდია ძალიან ცალკე საკითხია, სრულიად განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და ძალა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაახლა საუბარი გრენლანდიის შესყიდვაზე. ის ამას იმით ხსნის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლი კუნძულზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

გრენლანდია, დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორია, გამოვიდა აშშ-სთან შეერთების წინააღმდეგ. კუნძულზე ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დანია ასევე უარყოფს კუნძულის ყიდვის შესაძლებლობას.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვია. ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ აშშ ჯერ არ გაზრდის ჯარების რაოდენობას გრენლანდიაში, მაგრამ ორიენტირებულია მის უსაფრთხოებაზე.

დანიამ ურჩია ვენს, შეცვალოს გრენლანდიის შესახებ განცხადებების ტონი და მოუწოდა ერთობლივი მუშაობისკენ არქტიკაში უსაფრთხოებაზე. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ გრენლანდიაც ნატოს ნაწილია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები