spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი და პუტინი უკრაინაში მშვიდობისკენ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, პირველი – არანაირი დარტყმები ენერგეტიკაზე

თეთრი სახლის პრესმდივანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

“დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი ასევე, შეთანხმდნენ, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობა.

“ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ. თუმცა ეს დაპირებები არაერთხელ დაირღვა. კერძოდ, გასული წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებულმა თავდასხმებმა უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური შეწყვეტა გამოიწვია, რაც მაისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები