spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი – დროშები ნახევრად დაეშვა პაპ ფრანცისკეს პატივსაცემად, მას უყვარდა მსოფლიო და ჩემთვის პატივია ამის გაკეთება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპის ფრანცისკეს ხსოვნის პატივსაცემად დროშების დაშვების ბრძანება გასცა. ბრძანება ვრცელდება აშშ-ის ყველა სახელმწიფო შენობაზე, სამხედრო ობიექტზე და საზღვაო გემზე.

დონალდ ტრამპის მიერ გაცემული ბრძანება ასევე ეხება შეერთებული შტატების საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებს.

დროშები დაშვებული იქნება პაპის დაკრძალვის დღის მზის ჩასვლამდე.

“ახლახან ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყნის დროშები ნახევრად დაეშვა პაპ ფრანცისკეს პატივსაცემად. ის იყო კარგი ადამიანი. ის ბევრს მუშაობდა. მას უყვარდა მსოფლიო და ჩემთვის პატივია ამის გაკეთება“, – განაცხადა ტრამპმა.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები