spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – მე და პრეზიდენტ ზელენსკის გვინდა, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს, ვფიქრობ, ეს შესაფერის დროს მოხდება

უკრაინაში ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მან აზრი უკრაინის ლიდერთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა, რომ “ბევრი გაიგო“.

“მე და პრეზიდენტ ზელენსკის გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. და სამართლიანად დასრულდეს. ვფიქრობ, ეს შესაფერის დროს მოხდება”, – აღნიშნა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ყველას უნდა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ მისი თქმით, ზელენსკის სურს ომის სამართლიანი დასრულება. ტრამპის თქმით, ომის დასრულება პუტინსაც კი სურს და ეს არის “კარგი კომბინაცია”.

“ამიტომ გვინდა სამართლიანი შეთანხმება ყველასთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 27 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

შეხვედრა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე დღის წინ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრას არ გეგმავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები