აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას.
4 ოქტომბერს, ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოზიცია, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების წინააღმდეგ გამოვიდა.
“ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.