spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი მოითხოვს, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ “გავა პროცესებიდან”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ “გავა პროცესებიდან“.

“თქვენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ თქვენ ან დადებთ (სამშვიდობო) შეთანხმებას, ან ჩვენ გავალთ და თუ გავალთ, მიხვდებით, ეს რა არის”, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინას “კოზირები არ აქვს”, მაგრამ თუ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი, უკრაინა “ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება“.

“მაგრამ თქვენ საერთოდ არ გამოხატავთ მადლიერებას. ეს არ არის კარგი”, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 28 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის და ტრამპს შორის კამათი დაიწყო, რაც უკრაინის ომს ეხებოდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომი არ დასრულებულა არც ბარაკ ობამას, არც დონალდ ტრამპის და არც ჯო ბაიდენის დროს. ამან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის და შემდეგ ტრამპის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები