spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი მომავალ კვირაში შესაძლოა, ზელენსკის შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. მოლაპარაკებები სავარაუდოდ, ვაშინგტონში გაიმართება.

“მე ალბათ, მომავალ კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის”, – აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ კონკრეტულად სად შეიძლება შედგეს შეხვედრა და აღნიშნა, რომ “ეს შეიძლება იყოს ვაშინგტონი”.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას ნამდვილად სურს უკრაინის დახმარება.

“ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილავთ, არის მათი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ გვინდა გვქონდეს უსაფრთხოება – ჩვენ ნამდვილად გვინდა უსაფრთხოება”, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა გაცილებით ნაკლებ ფულს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად, ვიდრე შეერთებული შტატები, ამიტომ ამ საკითხში “გათანაბრებაა საჭირო”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები