spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის

ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის შეერთებული შტატების მონაწილეობით, მან ასევე დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების უპატივცემულობაში.

“ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში დღეს. პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში”, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უპირატესობა არ სჭირდება, მაგრამ მშვიდობა სურს.

“მან (ზელენსკიმ) გამოავლინა უპატივცემულობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება”, – აღნიშნა ტრამპმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები