spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – პუტინი ანადგურებს რუსეთს შეთანხმების არდადების გზით და ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის შეთანხმებისთვის, რუსეთში კი შესაძლებელია ეკონომიკური სირთულეები, რამაც შეიძლება აიძულოს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებისკენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ოვალურ კაბინეტში ყოფნის დროს ტრამპმა ხელი მოაწერა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას და უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. კერძოდ, მას უკრაინის ომის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ “ზელენსკის სურს შეთანხმება”. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინიც მზად უნდა იქნება შეთანხმებისთვის, რადგან “ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადების გზით და ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება”.

“ვფიქრობ, რუსეთს დიდი პრობლემები აქვს. უბრალოდ შეხედეთ ინფლაციას რუსეთში… ვიმედოვნებ, რომ მას სურს გარიგება”, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს პუტინთან შეხვედრას. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ “ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს”.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის ცდილობს დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში “რაც შეიძლება სწრაფად” და გაიმეორა მისი განცხადება, რომ ომი “არასდროს არ უნდა მომხდარიყო”.

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არ დაიწყებოდა“, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები