ბუენოს-აირესი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების დონადლ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, მხოლოდ რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების და გემების შემდეგ შეიძლება გაიმართოს.
ამის შესახებ პომპეომ დიდი ოცეულის ფარგლებში CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც არგენტინის დედაქალაქში იმართება.
პომპეოს განცხადებით, “ტრამპმა გადაწყვიტა, რომ სწორი იქნება თუ ვეტყვით რუსებს: დააბრუნონ მეზღვაურები, დააბრუნონ უკრაინული ტექნიკა, ადამიანები თავიანთ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ”.
“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დააბრუნოს უკრაინული გემები და გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები იქამდე, ვიდრე ადმინისტრაცია ტრამპის და პუტინის პირისპირ შეხვედრის გამართვის საკითხს განიხილავს”, – წერს CNN.