spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი საკუთარ თავს “ერთადერთ პრეზიდენტს” უწოდებს, რომელმაც “რუსეთს უკრაინული მიწა არ დაუთმო”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთს უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, სუსტი დემოკრატიები კრიტიკით გამოდიან, ყალბი მედია კი მათ ნათქვამს ავრცელებს.

“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის არცერთი მიწა არ გადასცა პუტინის რუსეთს. გახსოვდეთ ეს, როდესაც სუსტი და არაეფექტური დემოკრატები კრიტიკით გამოდიან და ყალბი მედია სიამოვნებით ავრცელებს ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ“, – წერს ტრამპი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები