აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
“სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, ის აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ჩვენი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგოდომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ”, – წერს ტრამპი.
ჯიმ რიში რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა.