spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი თანამდებობის დაკავების პირველივე კვირაში განკარგულებების “რეკორდულ” რაოდენობაზე ხელმოწერას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავების პირველ კვირაში გეგმავს, ხელი მოაწეროს ბრძანებების “რეკორდულ” რაოდენობას. მისი პრიორიტეტები ასევე მოიცავს მიგრანტებს და ლოს-ანჯელესის ხანძარს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ასევე გეგმავს ლოს-ანჯელესის ვიზიტს, სადაც ტყის ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შეამოწმებს.

მისივე თქმით, არალეგალური იმიგრანტების დეპორტაცია მისთვის პრიორიტეტი იქნება.

“ძალიან სწრაფად დაიწყება, რომელ ქალაქებში ვერ გეტყვით, რადგან სიტუაცია იცვლება. ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ჩვენ უნდა განვდევნოთ კრიმინალები ჩვენი ქვეყნიდან“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში სოციალური ქსელის TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.

20 იანვარს აშშ-ში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. უამინდობის გამო ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება. 1985 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია შენობაში ჩატარდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები