აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ღაზაში მყოფი მძევლები მის ინაუგურაციამდე, “ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება“.
“ეს არ იქნება კარგი „ჰამასისთვის“ და გულწრფელად რომ გითხრათ, არც არავისთვის. ჯოჯოხეთი დატრიალდება. მეტი არაფრის თქმა არ მჭირდება, მაგრამ ეს არის რეალობა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმა „არასდროს უნდა მომხდარიყო“.