spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი – წიაღისეულის შეთანხმება უკრაინას “ცუდი მოთამაშეებისგან” დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან წიაღისეული რესურსების შესახებ “რთული შეთანხმების დადება” არ სურდა.

“ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ფული უსაფრთხოდ იქნება, სადაც შეგვიძლია დავიწყოთ ბურღვა და ჩვენი მოვალეობების შესრულება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფნა ამ ადგილებში “ბევრ ცუდ მოთამაშეს ქვეყანას მოაშორებს”.

“ამ შეთანხმების ნაყოფი ჯერ არ გვინახავს… ვფიქრობ, რომ ვნახავთ”, – აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მიწისქვეშა რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მომდევნო 24 საათში მოეწერება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები