spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს, როგორც ომის დასრულების საშუალებას.

“მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ – შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატო. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ამ მიზეზით, დაიწყო ეს ყველაფერი [უკრაინასთან რუსეთის ომი]” – აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით,  ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება გააკეთოს დათმობები უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებებში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა დათმობაზეა საუბარი.

”დიახ, ის წავა დათმობებზე, ის იძულებული იქნება. მე ვფიქრობ, მე მჯერა, რომ არჩევნებში ჩვენი გამარჯვების წყალობით, ეს ომი დასრულდება. მე ასევე მჯერა, რომ თუ ჩვენ არ მოვიგებდით, თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა, ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და მას (პუტინს) სურს აიღოს ყველაფერი”, – განაცხადა ტრამპმა.

მან კვლავ გაიმეორა, რომ მალე აპირებს პუტინთან შეხვედრას და იმედოვნებს, რომ შეთანხმდებიან ომის დასრულების შესახებ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები