spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრამპი – უკრაინა მონაწილეობას მიიღებს რუსეთთან მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ უკრაინა მონაწილეობას მიიღებს რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასრულების მიზნით. მას ასევე სურს რუსეთის დაბრუნება G7-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს რუსეთის დაბრუნება G7-ში (ანუ G8 ფორმატში დაბრუნება). მისი თქმით, შეცდომა იყო მისი გარიცხვა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფები შესაძლოა, ამოქმედდეს აპრილში, მათ შორის ავტომობილებზე.

კითხვაზე, ექნება თუ არა უკრაინას ადგილი მაგიდასთან ომის დასასრულებლად, მან უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ენდობა პუტინს უკრაინის ომის საკითხში და რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნის კომენტარები იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, სწორი იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები