აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომი შეიძლება რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განუცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „შეიძლება რამდენიმე კვირაში დასრულდეს“ და აღნიშნა, რომ „არავითარ პრობლემას არ ხედავს ევროპული ჯარების სამშვიდობოებად გაგზავნაში“.
მან ასევე მიანიშნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრაზე, რომელიც შეიძლება შედგეს “ამ კვირაში ან მომავალ კვირაში”. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ ის შეხვდება ვლადიმერ პუტინს “რაღაც მომენტში”.
ამასთან, ტრამპმა დააზუსტა, რომ პუტინი დაეთანხმება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნის იდეას.