spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტრამპი – უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს

უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.

“ახლა ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, დემარკაციის ხაზებზე, ელექტროსადგურების მფლობელობის საკითხზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყო კონცენტრირებული, განხილული იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც რუსეთთან სამწლიანი ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები