spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

1985 წლის შემდეგ პირველად – აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია კონგრესის შენობაში გაიმართება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება.

როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში მოსალოდნელი ძლიერი ყინვის გამო ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ.

საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.

ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელსაც ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა ძლიერი ყინვის გამო გადაწყდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები