აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წელს დააწესა, როდესაც რუსი ჯარისკაცები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და დაიკავეს ყირიმი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც საგანგებო საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას, ამიტომ სანქციები „მოქმედი უნდა დარჩეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგაც“.
ტრამპის განკარგულება სავარაუდოდ, 28 თებერვალს გამოქვეყნდება.