აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“.
ასევე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარება „ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას“.
ამიტომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“.