აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას.
BBC-ის პოლიტიკურმა რედაქტორმა კრის მეისონმა თეთრი სახლის ხელმძღვანელს ჰკითხა, სჯერა თუ არა მას ახლა ზელენსკის შესახებ ადრე ნათქვამი სიტყვების “დიქტატორი არჩევნების გარეშე”.
“ეს მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” დაახლოებით ერთი კვირის წინ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-ს შეადგენს. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის კანონიერად არჩეული პრეზიდენტია, რომლის რეიტინგი ახლა 57%-ია.