spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

 

რაც შეეხება ხუთ დაშავებულს, საგარეო უწყების ცნობით, გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

“ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული შემთხვევის შესახებ. დაშავებული ექვსი მოქალაქიდან, ერთი გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი ხუთი მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

 

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები