კანადის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, გადადგომის შესახებ გამოაცხადებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრუდოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ტრუდო, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს გადადგომის შესახებ კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობიდან ცხრა წლის მმართველობის შემდეგ.
მედია წერს, რომ ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წელს გახდა, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება, სავარაუდოდ, ეს ახალ არჩევნებს გამოიწვევს.