spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცაგერში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

მაშველებმა ცაგერში, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში მყოფი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

 

გარდაცვლილი 43 წლის გელა ლიპარტელიანია, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

 

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 20 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

 

ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა.

 

ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები