წაღვერის საქალაქო კულტურის სახლში ანსამბლ “ბორჯომის“ სოლო კონცერტი გაიმართა.
ანსამბლ “ბორჯომის” წევრებმა ძველ, კარგად ნაცნობ რეპერტუართან ერთად ახალი სიმღერებიც შეასრულეს.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ანსამბლს გიორგი ბუგიანიშვილი და რობერტ ნადირაძე ხელმძღვანელობს.
კონცერტზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს “ჩოხოსნებმა“ და ახალი თაობის ანსამბლმა „ბორჯომმა“.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0jjzt9Dc9ZRiJdrLwQFzCzw2FvTzXiqqZTRLkzeuV8YvxpfwV7uNb9grW595hkK3Ul%26id%3D100067222093058&show_text=true&width=500&is_preview=true” width=”500″ height=”806″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>