spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი მოეწყო

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარე სამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია.

 

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი, დავით ვერავა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები