გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გია ხარჩილავას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრის თამარ ბელქანიას თქმით, გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.
მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.