spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

 

არსებული ინფორმაციით, გუშინ წალენჯიხის ცენტრში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ და პოლიციის მხრიდან მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების მცდელობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  353​-ე მუხლით მიმდინარეობს.   

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები