spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მესამე ჯერზეც ვერ მოხერხდა

წალენჯიხაში, სადაც ოპოზიციონერი მერია,  საკრებულოს  თავმჯდომარის არჩევა მესამე ჯერზეც  ვერ მოხერხდა.

 

27-წევრიან საკრებულოში  უმრავლესობა არცერთ პარტიას ჰყავს. “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თანაბარი რაოდენობის დეპუტატები ჰყავთ – „ქართულ ოცნებას“ 11 მანდატი აქვს, ამდენივე – „ნაციონალურ მოძრაობას“.  პარტია „საქართველოსთვის“ – 3, „ლელოს“ – 1, ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელიც გახარიას პარტიას რამდენიმე თვის წინ გამოეყო.

 

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისათვის ოპოზიციას გახარიას პარტიის ხმები ჭირდება.  ამის გამო გახარიას პარტიის წევრები თავად გეგმავდენ  თავიანთი კანდიდატურის დაყენებას, თუმცა მათ ეს გაურკვეველი მიზეზით გადაიფიქრეს. სხდომა ერთი კვირით გადაიდო. 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” გახარიას პარტიისა  და “ქართული ოცნების” ფარულ გარიგებაზე საუბრობენ.   წალენჯიხაში ბიუჯეტი  დამტკიცებული არ არის, რაც პოლიტიკური კრიზისს ნიშნავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები