spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები