აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „USAID ZRDA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 240 მ 2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.
შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. პროექტის ბენეფიციარები „USAID“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებული პირები დასაქმდებიან.