spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“წარმატებისთვის გახარიას უნდა ჰყავდეს რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც ჯერ ვერ ვხედავ”

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებზე, ვერავინ შეძლებს “ოცნების” ბეჭებზე დაცემას”.

“შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია ასე იქნება. წარმატებისთვის მას მოუწევს ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა. ამისათვის მას უნდა ჰყავდეს, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას”, – აცხადებს წულუკიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები