spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცენტრ “ემპათიას“ ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვენ

ცენტრ „ემპათიას“ ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვენ. 

 

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ნევროლოგი ოთარ თოიძე უკვე ოთხი თვეა იუსტიციის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან.  დღეს  ამ  მოთხოვნით მათ უწყებას კიდევ ერთხელ მიმართეს. 

 

მარიან ჯიშკარიანის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ლოდინის დრო აღარ აქვთ. 

 

„ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი 4 თვეა, ელოდება იუსტიციის სამინისტროს პასუხს, მაგრამ მათ არ ესმით კანონის ენა. 

 

საქართველოს კანონმდებლობით, ექსპერტიზას არ ჭირდება არანაირი თანხმობა, ჩვენ გადავწყვიტეთ,  მივიდეთ მე-12 დაწესებულებასთან  და მოვითხოვოთ პატიმარ მიხეილ საკაშვილთან შეხვედრა, ვინაიდან მას ამის ყველა უფლება გააჩნია, თუ არ შეგვიშვებენ ამას მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ასევე ჩვენ იგივე წერილებს,  რაც გვაქვს გავუგზავნით იუსტიციის სამინისტროს  გადავუგზავნით ყველა საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა გახდეს ტრანსფარანტული და გამჭვირვალე, თუ როგორ იქცევა ისტიციის სამინისტრო პატიმრობაში მყოფს მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები