წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი პირი დაჭრა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.