პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩია.
გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა. რეგისტრაცია გაიარა სულ 110-მა დეპუტატმა.
კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.
ამასთან, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად ასევე ექვსი თვის ვადით აირჩია მაია ზარიძე (80 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და გია ცაცაშვილი (78 მომხრე, 2 წინააღმდეგი).
მათ კანდიდატურებსაც განმეორებით უყარეს კენჭი, რადგან პირველი კენჭისყრის დროს ვერც ერთმა ვერ მოაგროვა ხმების ორი მესამედის რაოდენობა.