spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

 

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა, მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო.

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან.

 

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები