საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სიას აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.
რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს ღია კონკურსში მონაწილეობენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.