ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 53.93% მიიღო – მანდატების რაოდენობა 89, “კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.03% – მანდატების რაოდენობა 19. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ 10.17% – მანდატების რაოდენობა 16. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 8.81% – მანდატების რაოდენობა 14, “გახარია საქართველოსთვის“ 7.78 % – მანდატების რაოდენობა 12.
სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სხდომის დროს კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა, რის გამოც სხდომა რამდენიმე ხნით შეწყვეტილი იყო.