spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკოს არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.

 

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოში განაცხადეს, რომ პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

 

ოპოზიცია აცხადებს, რომ თბილისსა და უმეტეს რაიონებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს და მეორე ტურია მოსალოდნელი.

 

მმართველი გუნდის განცხადებით კი, მეორე ტური ათზე მეტ რაიონში იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები