spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკოს კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს.

 

“ჩვენ, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, თავს ვალდებულად მივიჩნევთ და ვერთიანდებით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რათა ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი მრავალწლიანი პროფესიული საარჩევნო გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ საზოგადოებას.

 

“დაიცავი არჩევნების” მიზანია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს საკონსულტაციო, ექსპერტული და პროფესიული დახმარება. ვთვლით, რომ  ჩვენს გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესების ობიექტურ განვითარებაში.

 

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს თან ახლავს, როგორც “ქართული ოცნების” მიერ ტრადიციად ქცეული საარჩევნო რისკები და გამოწვევები:

 

ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენება;

 

ამომრჩეველთა დაშინება-მოსყიდვა;

 

მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია.

 

ასევე საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო:

 

მასშტაბური ტექნიკური ხარვეზები;

 

თაღლითური სქემები.

 

დღეს, როდესაც ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხეშია, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ აქტიურობა და ერთად დავიცვათ ქართული საზოგადოების არჩევანი”, – აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები