spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის “ქართული ოცნება“ 52,99%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.29% აქვს

სწორედ ელექტრონული ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, რომ დღეს კენჭისყრის დასრულებიდან, 1 საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები შედგა გამართულად და ხარვეზების გარეშე.

“სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. სწორედ ელექტრონული ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, რომ დღეს კენჭისყრის დასრულებიდან, 1 საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები.

როგორც მოგეხსენებათ 3 111 საარჩევნო უბნიდან, 2 263 საარჩევნო უბანი გახლავთ მოდერნიზებული, რომელიც სრულად აღჭურვილი იყო ტექნოლოგიური საშუალებებით, საიდანაც მოსულია 2 206 საარჩევნო უბნის შედეგი. ნომერი 3 – “საქართველოს ერთობისა და განვითარების“ პარტია – 3 479 ხმა, რაც გახლავთ 0,19 %.

ნომერი 4 – კოალიცია “ცვლილებებისთვის” – 197 619 ხმა, რაც გახლავთ 11, 2 %. ნომერი 5 – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 173 510 ხმა, რაც გახლავთ 9,83 %. ნომერი 6 – “ევროპელი დემოკრატები“- 7066 ხმა, რაც გახლავთ 0,4 %. ნომერი 8 – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” –  44 689 ხმა, რაც გახლავთ 2,53 %. ნომერი 9 – “ძლიერი საქართველო“ – 159 306 ხმა, რაც გახლავთ 9,02 %. ნომერი 10 – „საქართველოს ლეიბორისტული“ პარტია – 13 350 ხმა, რაც გახლავთ 0,75 %. ნომერი 12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1637 ხმა, რაც გახლავთ 0,09 %. ნომერი 16 – „შეცვალე საქართველო“ – 1171 ხმა, რაც გახლავთ 0,62%. ნომერი 17- „საქართველო“  2463 ხმა, რაც გახლავთ 0,14%. ნომერი 20 – „თავისუფალი საქართველო“ – 3651 ხმა, რაც გახლავთ 0,2%. ნომერი 21 – „ტრიბუნა“ – 2162 ხმა, რაც გახლავთ 0,12%. ნომერი 23 – „ჩვენ“ – 2244 ხმა, რაც გახლავთ 0,12%. ნომერი 25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 145 205 ხმა, რაც გახლავთ 8,22%. ნომერი 26 – “მემარცხენე ალიანსი” – 1115 ხმა, რაც გახლავთ 0,6%. ნომერი 27 – “ქართველერთობა“- 3918 ხმა, რაც გახლავთ 0,22%. ნომერი 36 – “გირჩი“ – 56 980 ხმა, რაც გახლავთ 3, 22 % და ნომერი 41 – “ქართული ოცნება“ – 935 004, რაც გახლავთ 52,99 %“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები