spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 20-დან 19 ქალაქში “ქართული ოცნება” იმარჯვებს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურს თითქმის ყველგან “ქართული ოცნება“ იგებს.

 

თბილისში ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 96% და კახა კალაძეს – „ქართული ოცნება“ – აქვს 55,55%; ნიკანორ მელიას – „ნაციონალური მოძრაობა“ – 44,445%

 

ამომრჩეველთა ხმების 100 პროცენტი დათვლილია რუსთავში

ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ –  53,717%;

დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,28%.

 

ასევე ქუთაისში დათვლილია თითქმის 100%

იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 52,371%;

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 47,683%.

ბათუმში დათვლილია თითქმის 100%

არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,952%;

გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,048 %.

 

ფოთში დათვლილია მონაცემების 100%:

ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება“ 57,35 %.

გიგი უგულავა – „ნაციონალური მოძრაობა“ 42,65 %.

 

რაც შეეხება თვითმმართველი თემების მერებს, აქაც დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 100 პროცენტი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. გამონაკლისია მხოლოდ წალენჯიხა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ ხმების 51,176 % მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ 48,824%.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები