ორი დღეა, დაანონსებული გვქონდა მშვიდობიანი აქცია ცესკოსთან, კანცელარიაშიც არ შეგვიშვეს, სამყაროში არ არსებობს დაწესებულება, სადაც კანცელარიის თანამშრომელი გარეთ, ქუჩაში გამოდის განცხადებების მისაღებად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი მიდის აქციაზე, მაგრამ აყენებენ დაშლილი ღობის ჯებირს მიღმა, თითქოს ეს არის რაღაც ციხე, რომლის გალავანსაც ასე მტკიცედ იცავენ.
“ფაქტობრივად, ორი დღეა, დაანონსებული გვქონდა მშვიდობიანი აქცია ცესკოსთან, კონკრეტული განცხადებებით მიმართვა ცესკოსთვის, სადაც ძირითადად საუბარია ფარულობის დარღვევის თაობაზე. ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები მოდიან, მაგრამ აყენებენ დაშლილი ღობის ჯებირს მიღმა, თითქოს ეს არის რაღაც ციხე, რომლის გალავანსაც ასე მტკიცედ იცავენ. წარმოუდგენელი პარანოიაა, ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. კანცელარიაშიც არ შეგვიშვეს, სამყაროში არ არსებობს დაწესებულება, სადაც კანცელარიის თანამშრომელი გარეთ, ქუჩაში გამოდის განცხადებების მისაღებად“, – განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
“ჩვენ ვხედავთ სამარცხვინო, შეშინებულ, რუსულ ოცნებას, ამ პოლიციის სახით. მე ასე ჩვენი პოლიციის არასდროს შემრცხვენია, რადგან ქალების აქცია, რომელიც დაანონსებული იყო და პირველის ნახევარზე უნდა გაიმართოს, ჩვენ დავიწყეთ შეკრება და ნაწილი ჩაკეტეს ცესკოს ტერიტორიაზე, ჩვენ კი არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ტერიტორიაზე მოვხვდეთ, რაც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა“, – განაცხადა ანი ქავთარაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალები აქციას მართავენ და სავარაუდო გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.