spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ციხის მთავარი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

“#18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ #18-ე დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით – თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ელეფტეროვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები