15 ნოემბრიდან, სასტუმრო „წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ სილქ ჰოსფითალითის, SOLO-სა და Mastercard-ის ერთობლივ პროექტს, განსაკუთრებულ კულტურულ – შემეცნებით ღონისძიებას – გიორგობისთვეს უმასპინძლებს.
გიორგობისთვე წინანდლის მამულის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც ნოემბრის თვის განმავლობაში სტუმრებთან ერთად წამყვან ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს აერთიანებს. სწორედ აქ, SOLO მომხმარებლები, შეძლებენ შეუერთდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, იქნება ეს ბგერითი თერაპია, მედიტაცია, იოგა, კინოჩვენება, დეგუსტაცია, პადელის ჩემპიონატი თუ სხვა. სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე
“წინანდლის მამულში გიორგობისთვის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. უკვე მეორედ ვმასპინძლობთ განახლებული პროგრამით. აქ ჩამოსვლისას, დასვენებასთან ერთად სტუმრებს საინტერესო აქტივობები და გარემო დახვდებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუმარს, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა წინანდლის მამულს, აქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს“, – აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი.
“გიორგობისთვის” ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, მომხმარებელი ისარგებლებს 1+1 აქციით, რაც გულისხმობს სასტუმრო Radisson Collection-ის +1 ნომერს ან +1 ღამეს საჩუქრად. დამატებითი ინფორმაციისთვის: შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 402 222 ან დაუკავშირდეთ მეილის საშუალებით: welcome@silkhospitality.com
“გიორგობისთვის” მხარდამჭერები არიან: Zeekr საქართველო, სილქ ჰოსფითალითი, Silk Rewards.
(R)